უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 214 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას Shahed-სა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 114 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 81 დრონი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გამოწვევის გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმისა და კიევის ოლქები.

დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, რადიოელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს