„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ფოტოების მარაგს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შესაქმნელად. პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.

აღნიშნული სიახლის მეშვეობით ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ფოტო არ აქვთ, შეუძლიათ Ads მენეჯერში არსებული ფოტო მარაგიდან შეარჩიონ სასურველი ვიზუალი. ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სიტყვა, რომელიც მათი ბიზნესის საქმიანობას გამოხატავს, რის შემდეგაც რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. შემდეგ კი, ისინი შეძლებენ სასურველი ვიზუალის არჩევას და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ.

თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, სადაც ავტორიზაციას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში ხართ დარეგისტრირებული და რომლითაც ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. ხოლო თუ მარკეტერი ხართ, ამ შემთხვევაში დირექტორმა უნდა გაგიწეროთ შესაბამისი როლი/წვდომა

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება