საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ფაკულტეტზე მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს და ლაბორანტებს მადლობის სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღონისძიების გახსნისას განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტი გამოხატავს ღრმა პატივისცემას იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებას და ყოველწლიურად აჯილდოვებს პროფესორ-მასწავლებლებსა და ლაბორანტებს.

„დღევანდელი დღე მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის – ეს არის გულწრფელი პატივისცემა იმ მრავალწლიანი ღვაწლისა, რომელიც თქვენ დაუთმეთ მეცნიერების განვითარებას, კვლევებს და მომავალი თაობების განათლებას. თქვენი დაუღალავი შრომა ცოდნის საზღვრების გაფართოებისა და სტუდენტებში კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებისთვის არა მხოლოდ მათ კარიერას, არამედ, ასევე ემსახურება ქიმიისა და მეტალურგიის სფეროს განვითარებას.

თქვენ მეცნიერების წინსვლას შეუწყეთ ხელი, კომპლექსური პრობლემების გადაჭრასა და საზოგადოებისთვის სასიკეთო მიღწევების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეთ. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა კი მრავალი ახალგაზრდა მეცნიერის გზამკვლევი გახდა, შთააგონეთ ისინი ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციების შექმნაში. სწორედ თქვენი თავდადების წყალობით, ჩვენი ფაკულტეტი აგრძელებს პროგრესისა და აკადემიური ტრადიციების შენარჩუნებას.

სიგელები, რომლებსაც დღეს გადმოგცემთ, მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა იმ უდიდესი ღვაწლის დაფასებისა, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. არც ერთი ჯილდო არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გამოხატოს ჩვენი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ სტუდენტებში, რომლებსაც ასწავლეთ, იმ აღმოჩენებში, რომლებიც თქვენ შეიტანეთ მეცნიერებაში, და იმ შთაგონებაში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“, - აღნიშნა დეკანმა ღონისძიების გახსნისას.

სტუ-ის ინფორმაციით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცა 16 პროფესორ-მასწავლებელსა და ლაბორანტს: შალვა ანდღულაძეს, ლეილა გვერდწითელს, ციცო ომიაძეს, მანონი ბაბაშვილს, ზიზი სვანიძეს, გივი ლოლაძეს, სლავა მებონიას, ჟუჟუნა პეტრიაშვილს, თეიმურაზ ჭეიშვილს, როზა ხუციშვილს, ვალერიანე ახვლედიანს, თენგიზ ლომაიას, გურამ დადიანიძეს, ლედი ბერეჟიანს, გიორგი მჭედლიშვილს და კონსტანტინე ხახანაშვილს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო