ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს შეხვდა და პროფესიული დღე პირადად მიულოცა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის თემაზე მომუშავე ორ ჟურნალისტს - გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა.

გულიადა ჭკადუა მრავალი წელია, აფხაზეთის თემაზე ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი საინტერესო კადრის ავტორია.

„დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრში და პირადად მიმელოცა პროფესიული დღე აქ მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს ადამიანები ქმნიან ისტორიებს რეალურ ფაქტებზე და აცოცხლებენ აფხაზეთის ისტორიას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ჟურნალისტებს აფხაზეთიდან, რომლებმაც თავისი საქმიანობა ქართულ ჟურნალისტიკას დაუკავშირეს, მოიპოვეს და შეინახეს ისტორიები აფხაზეთზე და ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება