დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა

0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას „დავალების მიმცემი პირი“ პირდაპირ დაავალებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ასეც მოიქცევა.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი დიდი ხანია აღარ არსებობს და დიდი ხანია მას ისევე როგორც დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას, პულსი აღარ ესინჯება. 0+0 კვლავაც 0-ია - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე. მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება. როდესაც ხალხი ვერ მოატყუეს, ამავდროულად ამ დავალებების ჭრილშიც გარკვეულ დეფიციტს განიცდიან, ისინი აწყდებიან კედლებს, ვერ გამოაქვთ დასკვნები საკუთარი ქმედებებიდანაც და ვერ პოულობენ იმ გზას, რომელიც რადიკალებს რაიმე ფორმით საქართველოში წარმატებას მიაღწევინებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას - ესე იგი იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოდ გაცხადება. ერთადერთ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ამ აგენტურას დავალების მიმცემი პირდაპირ დაავალებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ შედეგი, ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც არის ერთადერთი - საზოგადოების უნდობლობა და აქედან გამომდინარე ურეიტინგობა და მათი პოლიტიკურ სანაგვეზე ყოფნა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა