გიორგი ჩიკვაიძესთან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ადვოკატი შევიდა

მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენთან, გიორგი ჩიკვაიძესთან მისი ადვოკატი იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დაკავებულის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა, როგორია მის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის, ადვოკატის მიერ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ეცოდინებათ.

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძეს ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონდა, რომლის შედეგადაც, პენიტენციური დაწესებულების ექიმების ვარაუდით, თავის ტვინში დაზიანება მოხდა. ამასთან, მათივე ცნობით, ჩიკვაიძეს არც ერთ ფეხში მგრძნობელობა არ აქვს და ის ეტლით დაჰყავთ. გარდა ამისა, როგორც ოჯახი ამბობს, დაკავებულს ფეხების შეშუპება, ფრჩხილების გარშემო კი სილურჯეები აქვს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს