„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს

„ტვ პირველის“ 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე“ არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.

ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მთავარ არხს“ ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი.

„მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ „ომეგა ჯგუფის“ მილიონობით დავალიანებებზე.

მთლიანობაში „მთავარი არხის“ ვალი 25 მლნ-ს აღემატება.

ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს “მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.

„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა, ხოლო ფიქტიური დირექტორი - ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. „ნიუ სეილსში“ აკუმულირებული „მთავარი არხის“ 4 მლნ - მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.

ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ „მთავარ არხს“, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედეგად კი „მთავარს არხს“ მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.

ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.

ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

გიორგი ქურდაძე

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო