დონალდ ტუსკი - უკრაინასთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა იმართება, მაგრამ შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ განსაზღვრავს და მშვიდობას არ აჩქარებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უამრავი რაოდენობის და ფორმატის შეხვედრა იმართება, თუმცა შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია TVP Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი ასეთი შეხვედრები, სამიტები, ვიდეო-კონფერენციები და ვიზიტები მართლაც ძალიან ბევრია. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ძალიან ბევრიც კი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს. ჩემი ზოგადი შენიშვნაა, არ გავგიჟდეთ, თუ იქნება 56 სამიტი და ვიდეოკონფერენცია, მაშინ მშვიდობა უფრო სწრაფად მოვა“, - აღნიშნა ტუსკმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ძალისხმევის გაუფასურება, რადგან, მისი თქმით, ეს ძალისხმევა ნამდვილად სასარგებლოა.

ტუსკმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე პარიზში, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე პოლონეთი წარმოდგენილი იქნება. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ჩავა თუ არა საფრანგეთში პირადად.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!