დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უერთდება დაუნის სინდრომის დღეს და ცნობიერების ამაღლების და მხარდაჭერის კამპანიას.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ყოველ წელს, კამპანიას თავისი გზავნილი აქვს. წლევანდელი გზავნილია „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.

თსსუ-ში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუდენტური თვითმართველობის ჩართულობით რამდენიმე აქტივობა გაიმართა:

თსსუ-მ უმასპინძლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. სტუმრების განწყობაზე მოწვეულმა ანიმატორებმა იზრუნეს.

სტუდენტებისთვის ჩატარდა სახალისო/შემცენებითი ვიქტორინა.

თსსუ-ის სტუდენტები სპეციალური ბანერებით, საინფორმაციო ბუკლეტებით და ფერადი წინდებით საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჩაერთვნენ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკაშირებით, თსსუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე „დაუნის სინდრომის გენეტიკური ასპექტები“. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკური და სკრინინგული ტესტები და ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები. ლექციის ბოლოს ნაჩვენები იყო გიგოს ფონდის და სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლი - „შეიტანე შენი წვლილი“.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება