ილონ მასკი - მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც NYT-თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ

მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ სტატიასთან დაკავშირებულ კომენტარს აზიარებს.

„The New York Times-ი სუფთა პროპაგანდაა. მოუთმენლად ველოდები პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ. მათ იპოვნიან“, - წერს მასკი.

The New York Times-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პენტაგონი აპირებდა მასკისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აშშ-ის სამხედროების გეგმის შესახებ ნებისმიერ ომთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთთან დაიწყოს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა და პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ უარყვეს, რომ შეხვედრაზე სამხედრო გეგმების განხილვა იგეგმებოდა.

„ჩინეთს არც კი ახსენებენ და განიხილავენ. რა სამარცხვინოა, რომ დისკრედიტებულ მედიას შეუძლია ასეთი ტყუილის მოგონება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი სრული სიცრუეა!!!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს