„მედიცინის აკადემია აბიტურიენტებისთვის" - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში - „მედიცინის აკადემია". ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ მედიცინის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით.

სალექციო პერიოდი: 29 მარტი - 2 აპრილი;

ლექციების განრიგი:

მაგდა თორთლაძე - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, MD, PHD, ასოცირებული პროფესორი;

თემა: „მედიცინა და ხელოვნული ინტელექტი";

თარიღი: 29 მარტი, 19:00 სთ.

ლაშა გულბანი - ქირურგი, CIU-ს პროფესორი;

თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიები ქირურგიაში";

თარიღი: 30 მარტი, 19:00 სთ.

გიორგი დუღაშვილი - მედიცინის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, ევროპის სამედიცინო განათლების (AMEE) რეზენზენტი/ექსპერტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი მედიცინის დარგში, CIU-ს პროფესორი;

თემა: „ეთიკის პრინციპები მედიცინაში";

თარიღი: 30 მარტი, 20:00 სთ.

ბიძინა კულუმბეგოვი - ალერგოლოგი, MD, PhD, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;

თემა: „ალერგოლოგია – მედიცინის დარგი და პროფესიული გზები"

თარიღი: 1 აპრილი, 19:00 სთ.

მაია ჩხაიძე - ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, CIU-ს პროფესორი;

თემა: „ბავშვთა ჯანმრთელობა და პედიატრის როლი"

თარიღი: 2 აპრილი, 19:00 სთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/dcansmhvLKmXCFPW9

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს