გერმანიამ 2025 წლისთვის უკრაინისთვის კიდევ 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა 2025 წლისთვის უკრაინისთვის კიდევ 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო.

აღნიშნული 3 მილიარდი ევრო გერმანიის მიერ უკრაინისთვის 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილ 4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაემატება. 2026-2029 წლებისთვის გერმანიას უკრაინის დასახმარებლად დამატებითი კიდევ 8.3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვეს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის სპიკერის თანახმად, უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებაში იქნება IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები, მართვადი რაკეტები, სადაზვერვო რადარები, დრონები, საბრძოლო მანქანები და მსუბუქი შეიარაღება.

„ევროპის უსაფრთხოებისთვის ისტორიული გადაწყვეტილება გერმანიაში! ეს ჩვენი პასუხია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ეს უკრაინის მხარდაჭერაა. ეს პასუხისმგებლობაა ძლიერი ევროკავშირისთვის“, - აღნიშნავს უკრაინაში გერმანიის საელჩო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება