პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი პირიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი სტუდენტიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია არიან. ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება