თურქეთის ქალაქებში სტამბოლის მერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა

თურქეთის ქალაქებში სტამბოლის მერის მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების მესამე დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა.

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ასევე, პოლიციამ დემონსტრაციები თურქეთის დედაქალაქ ანკარასა და ქალაქ იზმირშიც დაშალა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 97 ადამიანი დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება