თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება - დაგეგმილია „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარშიც

პროტესტის 115-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით, კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

კერძოდ, 22 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;

20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება.

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

ახალციხეში - 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.

ზუგდიდში - 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.

თელავში - 19:00 საათზე, მერიის წინ.

ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით - „კი ევროპას, არა რუსეთს!“.

ჩხოროწყუში - 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია - „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!

შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს