მამუკა მდინარაძე - „ნაცური“ აღტკინების საფუძველი ტრამპის მიერ ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა -  ჯიმ რიში ან მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს ან გამყარდება ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ თავის პოზიციებს ინარჩუნებს

გუშინდელი „ნაცური“ აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა - სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა "დიფ-სთეითის" აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად "დიფ-სთეითის" ე.წ. ნარატივის გახმოვანებით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა სამომავლო დაშვება მხოლოდ ორია - ან ჯიმ რიში გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან აღმოჩნდება, რომ „დიფ-სტეიტი“ კვლავ თავის პოზიციებს ინარჩუნებს.

„გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.

ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…

თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ-სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად „დიფ-სთეითის“ ე.წ. ნარატივის გახმოვანებით.

შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ-სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!“,- წერს მამუკა მდინარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება