საქართველო-სომხეთის მატჩის გამო 23 მარტს, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიის ინფორმაციით, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება