ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილი გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება.

მათი ცნობით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს და დასის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ინტეგრირებული თეატრისთვის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

„დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს, „აზდაკის ბაღს“ მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია, რომ ჩვენს ძვირფას და ნიჭიერ ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში.

რამდენიმე დღეში თეატრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, სიმბოლურად ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მათივე ცნობით, ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება