ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე - ბესო ხარძიანის ვაჟი საუბრობდა, თუ რა ტრაგედია გადახდა მის ოჯახს, ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები, ეს იყო სისტემური ხასიათის და ათიათასობით ოჯახმა გამოიარა ანალოგიური

ახალგაზრდებს მივმართავ და უმორჩილესად ვთხოვ, დრო გამონახონ და თვალყური ადევნონ პირდაპირ ეთერში ამ კომისიის მუშაობას, ვინაიდან მათი ყური ძალიან მიაჩვიეს ოპოზიციურმა ტელე-არხებმა, თითქოს, რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ - რეალურად დაინახონ, რას ნიშნავს რეჟიმი, რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და შემდეგ გაავლონ პარალელი, როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილის ნაამბობი მძიმე მოსასმენი იყო და რაც ყველაზე სამწუხაროა, „ეს იყო არა ერთეული შემთხვევა, არამედ, ატარებდა სისტემურ ხასიათს“.

„გუშინდელი დღე იყო მძიმე საყურებელი და მოსასმენი. ბატონი ბესარიონ ხარძიანის ვაჟი საუბრობდა, თუ რა ტრაგედია გადახდა მის ოჯახს. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს ერთეული შემთხვევები არ იყო. ეს იყო სისტემური ხასიათის და ათიათასობით ოჯახმა გამოიარა ანალოგიური. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ, რაც ისედაც ვიცოდით, როგორც კი ბატონი ხარძიანის მიმართ ასეთი უსამართლო ქმედება დაიწყო, ჩვენი მოქალაქეები თავიდანვე ხვდებოდნენ, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, კიდევ ერთხელ "გადავიმეორეთ", როგორ ძალით გადააფორმებინეს მას ბიზნესები, როგორი არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ ციხეში და როგორ აიძულეს ყველაფრის გადაფორმება არაადამიანური მოპყრობიდან გამომდინარე.

ამ შემთხვევაში, მთავარი ფიგურანტები არიან უდესიანი, ადეიშვილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას. მაქსიმუმ 6 თვეში, თავის მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ მასალას გადასცემს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის და ჩვენ იქ აღმოვაჩენთ ბევრ ასეთ უმძიმეს შემთხვევას, რომელიც ოჯახებმა თავიანთ თავზე იწვნიეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ინფორმაციითვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო