გასული ღამის განმავლობაში თურქეთში, სტამბოლის მერის მხარდამჭერ აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში თურქეთში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ საღამოს სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში, ჩანაქკალეში, ესქიშეჰირში, კონიასა და ედირნეში სტამბოლის მთავარი პროკურატურის გამოძიების ფარგლებში 343 ეჭვმიტანილი დააკავეს“, - წერს ალი იერლიკაია X-ზე.

მისი თქმით, დაკავებები „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ თავიდან ასაცილებლად განხორციელდა.

შეგახსენებთ, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე სამი დღეა მიმდინარეობს.

„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს