გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება -   ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

ვოლსკის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით სწორედ პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულებისა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის და ჩართულობის შეზღუდვა“.

„ქალაქებსა და სოფლებში, რა საკვირველია, ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს იმისთვის, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. აი, ეს რეალობა არსებობს და თუკი ამ რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში; პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ კი მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია, ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მითუმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკოში გადაწყვეტილებები, მაგალითად, ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკოს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც აი, ამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები. საერთოდ გაჩერდება ცესკოს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების აი, ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ პოლიტიკური მონაწილეობა ან ჩვენი ოპონენტების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რასაკვირველია, არც გვქონია და არც გვექნება, თავისუფალია არჩევნები და ვისაც მიაჩნია, რომ აქვს რესურსი გაიმარჯვოს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, რომ მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რომ გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რასაკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის