ეკა გიგაური - „მეგობარ აქტში“, მოცემულია ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს - მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება

„მეგობარ აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს - მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, „მეგობარ აქტში“, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა „რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას“.

„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა იმიტომ, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის, ქართველი ხალხის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ჩინეთის და ირანის გავლენების წინააღმდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს. „მეგობარ აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფრის, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს - მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ერთის მხრივ, ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ აქ არის კონკრეტული მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით მხარდაჭერა თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე განათლების ნაწილში, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში, მაგრამ ამავდროულად, აქ საუბარია იმაზე, რომ იმ პირების პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და მოქმედებენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს