გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტი“ სწრაფად მიიღონ, რადგან ის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გვჭირდება

დღევანდელი აქცია ღრმა შინაარსისაა, საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამერიკის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი მხარდამჭერია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ინტერპრესნიუსს’ განუცხადა.

მისი თქმით, ეს აქტი საქართველოს ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის სჭირდება.

„ახლა "MEGOBARI აქტი" არის ცენტრში იმ პოლიტიკური მოვლენებისა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერი აქტია. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამას მწვავედ აღიქვამს, ამას მიზეზი აქვს, რადგან აშშ-სთან პარტნიორობა და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ვფიქრობ, დღევანდელი აქცია ზუსტად იქნება აღქმული ჩვენს პარტნიორებში, მათ შორის სენატორებსა და ახალ ადმინისტრაციაში. ახლა მნიშვნელოვანია, აქტის სწრაფად მიღება მოხდეს, ჩვენ ეს აქტი ყველაფრისთვის გვჭირდება - ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და რუსეთის საფრთხეების მიუხედავად, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება