ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძესთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც პაპიაშვილი აღნიშნავს, გუშინ ადვოკატის წასვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება და გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები. მათ კი მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„გუშინ გიორგი ჩიკვაიძე გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.

მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.

ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაჰყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.

ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.

ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი“,-წერს პაპიაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება