ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - რუსეთის ტერორი ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალისხმევას.

„რუსეთმა წუხელ კიევზე დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა, სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები და სახლებში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი, რვა კი დაშავდა. ეს მოხდა კროპივნიცკის, ზაპოროჟიეს, ოდესასა და სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ. რუსეთის სისტემატური და მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ტერორისგან და აგრესორზე გაზრდილი ზეწოლა ომის დასასრულებლად.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება