საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიში გახსნა

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა. სომხეთის ნაკრების კარში გოლი ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრის მეოთხე წუთზე გაიტანა.

შეხვედრა "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!