პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებს

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:0 ამარცხებს. მეხუთე გოლი გიორგი მიქაუტაძემ 35-ე წუთზე გაიტანა.

დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე).

მატჩი "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს