უკრაინელებმა ლუგანსკში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა, ლუგანსკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით ნადიას დასახლებული პუნქტის კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი სამი კვადრატული კილომეტრია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული ბრიგადის ცნობით, დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის ოპერაცია 30 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის 1-ლი თავდასხმის ბატალიონის მეთაურმა, ვლადიმერ ფოკინმა ("ფოკა") განაცხადა, რომ დასახლებულ პუნქტ ნადიაზე კონტროლი შესაძლებელს ხდის მდინარე ჩორნი ჟერბეცის და რაიგოროდკასა და როდნიკოვიეს დასახლებების ეფექტურ საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება