გიორგი ძიგუა - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო და მრავალმხრივი შესაძლებლობები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე, საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას, განსაკუთრებულად კი მამა ლევანს, რადგან მისი მხარდაჭერით წარიმართა პროექტი წარმატებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო შესაძლებლობები“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროექტის მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება