აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს

მიმდინარე წლის 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) ინიციატივით უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონალური ტურნე "ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები" იმართება. აღნიშნული ღონისძიება ათვლის წერტილს 24 მარტს ქალაქ ბათუმიდან იღებს, მსვლელობას აგრძელებს ზუგდიდს, ქუთაისსა და გორში, ხოლო დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში 4 აპრილს მართავს.

ტურნეს "ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები" მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ნაწარმს არაბული ქვეყნების ბაზრებზე, უზრუნველყოს პოტენციური ინვესტორების პირისპირ შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან, ხოლო დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქმიანი ურთიერთობისა და ბიზნეს გარიგებების ჩამოყალიბებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და დედაქალაქში ეკონომიკური ქტივობის დეცენტრალიზაციისთვის. თავის მხრივ, BCAGC ადგილობრივ მეწარმეებს გაუწევს კონსულტაციას და პროფესიულ დახმარებას არაბულ ბაზრებზე პროდუქციის წარმატებით ექსპორტირებასა და ბაზრების ათვისებაში.

შეხვედრაზე მოწვეულები არიან რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და ფერმერები, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები. დამსწრე აუდიტორია სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს შემდეგი საკითხების შესახებ:

  • ქართულ წარმოებაში არსებული ტენდენციები და გამოწვევები;
  • ადგილობრივი აგრო კულტურა;
  • გალფის ქვეყნების ბაზრის სპეციფიკა - ტენდენციები და მოთხოვნები;
  • მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართული წარმოების საექსპორტო შესაძლებლობები;
  • პრაქტიკული რჩევები ექსპორტის პროცესის შესახებ;

დამატებითი ინფორმაციისა და მედია წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით:

მაია გიუნაშვილი - ბიზნესს პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტის თანამშემწე

საკონტაქტო ნომერი: 596556655

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ BCAGC, აერთიანებს აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ომანის სასულთნო) მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს - მათ შორის წევრობის მსურველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო შესაძლებლობითა და ბიზნესის წარმოებით. ბიზნეს პალატის წევრების სახით გაერთიანებული კომპანიები აზიის კონტინენტის 50 ქვეყნიდან, 46 ქვეყნის ბაზრებზე იძლევა პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან