MIT ORBIT - BTU კვლევების გენერაციულ AI პლატფორმას ნერგავს

MIT-ში შექმნილი კვლევების გენერაციული AI პლატფორმა ORBIT ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ORBIT ახალი, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს MIT-ს ცოდნის ბანკს, 5000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას და სახელმძღვანელოს, მეწარმეობის 200-ზე მეტ კურსს, ლიტერატურას და წყაროებს დახურული სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზებიდან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, MIT ORBIT-ის პლატფორმის გამოყენებით, შეიქმნება უნიკალური, სექტორული ანალიტიკის მასალა, კვლევითი ანგარიშები და სტატიები სხვადასხვა დარგის განვითარების პროგნოზების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ORBIT-ის დახმარებით, კიდევ უფრო გაიზრდება BTUAI-ს კვლევითი პოტენციალი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ქმნის დარგობრივ ანალიტიკას და სტატიებს, საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს და მულტიმედია მასალას.

კვლევის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, მიიღონ წვდომა მსოფლიოს წამყვან სამეწარმეო ბაზაზე, შექმნან პერსონალიზებული პროფილი, გენერაციული AI-ს დახმარებით დაგეგმონ განვითარების და სხვადასხვა ბაზრის ათვისების სტრატეგია, შექმნან ბიზნეს მოდელი, რომელიც ეფუძნება ბილ ოლეტის 24 ნაბიჯს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად, დაუკავშირდნენ და დაიწყონ პარტნიორობა MIT-ში დაფუძნებულ სტარტაპებთან, ისარგებლონ რეზიდენტი მეწარმეების (EIRs – Entrepreneurs in Residence) მიერ შემუშავებული რესურსებით და სხვა.

MIT ORBIT-ზე წვდომა გაეხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, აგრეთვე ყველა სტარტაპს, რომელიც თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის