პაატა მანჯგალაძე - არ ვიქნებით „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის კომენტატორები, ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს - რაც შეეხება მათ შეფასებას, რომ „ზურაბიშვილი და ოპოზიცია ნულია“, არჩევნებში „ოცნებამ“ 48% დაგვიწერა და ნული რანაირად ვართ?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა იყო, რომ პროტესტი მიილია, რომ ხალხი აქციებზე აღარ დადის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აქციებზე მისვლა გაცნობიერებულად 5000-ლარიან ჯარიმას ნიშნავს, ადამიანები აქციებზე მაინც დადიან. ეს კი მათი მხრიდან საქართველოსთვის შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, 22 მარტის აქციამ აჩვენა, რომ პროტესტი არ მინელებულა და მოლოდინი აქვს, რომ 31 მარტის დაანონსებულ აქციაზე უფრო მეტი ხალხი გამოვა.

მისი თქმითვე, 31 მარტის აქცია იქნება ე.წ. რეფერენდუმი - „გვინდა თავისუფლება და ევროპა, თუ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი“.

„როდესაც ჩვენ აქციები დავიწყეთ, სამი სტრატეგიული მიზანი გვქონდა: პირველი - ქვეყნის შიგნით ხელისუფლების არაღიარება და ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა. ერთი ადამიანიც ვერ იპოვეს სიმბოლურად, რომელიც მათთან ითანამშრომლებდა. შიდა იზოლაცია უკვე არსებობს. მეორე - საერთაშორისო ასპარეზზე რეჟიმის იზოლაცია, ლამის საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდა რეჟიმის იზოლაცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირში. მთავარი სტრატეგიული მიზანი კი იყო სანქცირება იმ მოძალადეების, რომლებიც ხალხზე ძალადობენ. ეს სამი მიზანი მეტწილად გაკეთებულია, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი.

დისკომფორტი უნდა შეექმნათ, ესენი ფულს არ იპარავენ და ხალხს იმისთვის არ ძარცვავენ, რომ მერე ეს ფული ოფშორებში დაყადაღდეს, ამათთვის ამ ფულის გამოყენება მნიშვნელოვანია. ბრიტანეთის ზომები და „MEGOBARI აქტი“ „ქართულ ოცნებას“ სივრცეს მოუსპობს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე, პოლიტიკოსი საქართველოს მე-5 პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კოორდინაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ოპოზიციაში დაქსაქსულობა გაქრეს და ოპოზიციამ ქვეყანაში დღის წესრიგი შექმნას.

„ოპოზიციის დაქსაქსულობის გამო, ჩვენ ვერ ვქმნით დღის წესრიგს, აქტიური კოორდინაცია ნიშნავს, არამარტო რეაგირების რეჟიმში ყოფნას, არამედ აქტიური დღის წესრიგის შექმნას. ჩვენ ე.წ. კომენტატორები არ ვიქნებით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დღის წესრიგის. ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს და „ქართული ოცნება“ იქნება ამ დღის წესრიგის მიმდევარი.

ორი გზა ებრძვის საქართველოში ერთმანეთს, პირველი - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გზა - სუსტი, დაუცველი, მოკავშირეების გარეშე მარტო დატოვებული საქართველო, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ადვილი ნადავლი გახდეს და მეორე ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, რომელიც განვითარებისა და დაცულობის მთავარი გარანტია. „ქართული ოცნება“ ზრდის ომის საფრთხეს, როგორ? - თუ საქართველო იქნება მოკავშირეების გარეშე და სუსტი იქნება, რუსეთი კი სუსტებს ესხმის თავს.

ვისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიპოვოთ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი.

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო მძევლად აიყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მძევლად აყვანამ და იზოლაციამ საქართველო არ დააზიანოს. ჩვენ გვინდა, რომ რეჟიმი სანქცირებული იყოს, მაგრამ ეს ისე ვქნათ, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალდეს.

[რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთადაც და ცალ-ცალკეც ნულია], „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 48% დაგვიწერა და ნული რანაირად ვართ?“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის