შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, რათა ნახონ „რა საქართველოს ქმნიდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, რათა ნახონ „რა საქართველოს ქმნიდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე“.

მისივე თქმით, ის გვარები და სახელები, რომლებიც ევროპარლამენტიდან ისმის, სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება არის სავალდებულო, მათივე ინტერესია არ დაარღვიონ „სისხლის სამართლის კოდექსი“, რომელიც მათ სხვა დროს არაერთხელ აქვთ დარღვეული და მათ წინააღმდეგ განაჩენი არსებობს თაღლითობის გამო. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე ქვეყნის გარეთაც, კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს. განსაკუთრებით ახალგაზრდობას მივმართავ, უყურონ ამ პროცესს და ნახონ ვინ არიან ისინი, რომლებიც მათ დღეს მოუწოდებენ მათ მხარეს დგომისკენ. ნახონ ვინ არიან საქართველოს ის მოქალაქეები და ვინ არიან ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. დღეს ხომ იგივე სახელებია? ევროპარლამენტიდან რა გვარებიც გვესმის, რასა იუკნევიჩიენე და სხვები, ვინ არიან? ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო; ეს ის ხალხია, რომელიც მას აგულიანებდა, რომ 2021 წელს შემოპარულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა. ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ, რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე. ამ ყველაფერზე რასაც ამ დღეებში ვისმენთ და მოვისმენთ, მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს. ამ წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე, ყველაფერ ამაზე ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან. დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი მედიაში. მნიშვნელოვანია ამ პროცესს უყუროს ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. დღესაც იგივე ხალხია, ვინც ვითომ ოპოზიციას წარმოადგენს. ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ქუჩაში დგას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია