პოლიციელი მათე დევიძეზე - დავინახე, ახალგაზრდა, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელზე მომხვდა - ამხელა ჯოხს რომ ჩაგარტყამენ, ყველა იგრძნობს ტკივილს

დავინახე, ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელში, მარცხენა მტევანზე მომხვდა. ვცადე კიდეც აცილება, უკან გავიწიე, მაგრამ მაინც მომხვდა, - ეს ჩვენება პოლიციელმა ლევან კოდელაშვილმა 21 წლის მათე დევიძის საქმეზე მისცა.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პოლიციელი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც მათე დევაძის დაკავება მოხდა.

„სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ვიცავდი. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი იყო, მაგრამ ხალხის სიმცირის გამო, სიტყვიერად მოვუწოდებდით სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მინდიასთან [პოლიციელი].

დავინახე, ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ხელჯოხით, რამდენჯერმე მოიქნია და ხელში, მარცხენა ხელის მტევანზე მომხვდა... ვცადე კიდეც აცილება, უკან გავიწიე, მაგრამ მაინც მომხვდა. მას ჟამერაშვილი [პოლიციელი] გაეკიდა და მას გადაამტვრია ჯოხი, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა“, - განაცხადა პოლიციელმა.

პროკურორის კითხვაზე, მიიღო თუ არა დაზიანება ან მიმართა თუ არა კლინიკას, სამართალდამცავმა განაცხადა, რომ მტევანი გაწითლებული ჰქონდა, თუმცა, ამ ფაქტით ისეთი დაზიანება არ მიუღია, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა.

პროკურორის კითხვაზე, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი, პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, ამხელა ჯოხს რომ ჩაგარტყამენ, ყველა იგრძნობს ტკივილს“, - განაცხადა კოდელაშვილმა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება