„დრონების კოალიციამ“ უკრაინას თავდაცვის ძალებისთვის სადაზვერვო დრონების შესაძენად 20 მილიონი ევრო გამოყო

„დრონების კოალიციაში“ შემავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისთვის საერთო ფონდიდან 20 მილიონი ევრო გამოეყოთ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება სამ თვეშია მოსალოდნელი.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თებერვალში „დრონების კოალიციამ“ გამოაცხადა მესამე საერთაშორისო ტენდერი მრავალროტორიანი სადაზვერვო დრონებისთვის. მასში მონაწილეობა უკვე მეორედ შეძლეს უკრაინელმა დეველოპერებმა. სატენდერო განაცხადის ვადა უკვე დასრულდა და შერჩევის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, „დრონების კოალიცია“ შეიქმნა 2024 წლის თებერვალში „რამშტაინის“ ფორმატში გამართული მე-19 შეხვედრის დროს. მისი ჩამოყალიბების იდეა ლატვიას ეკუთვნის. ამჟამად, ლატვია, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კოორდინაციას უწევს ინიციატივის მუშაობას. კოალიცია 18 ქვეყანას აერთიანებს: ლატვიას, გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიას, ჩეხეთს, დანიას, საფრანგეთს, ესტონეთს, იტალიას, ახალი ზელანდიას, კანადას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, პოლონეთს, გერმანიას, შვედეთსა და უკრაინას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი