Galt & Taggart-მა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader გააუმჯობესა

საქართველოში წამყვანი საბროკერო და საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. 17 მარტიდან, გალტ & თაგარტის G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ფუნქციონალები დაემატა, რომლის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გამოცდილება შესთავაზა.

განახლებები მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ისე ვაჭრობის უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და გაუმჯობესებულ ანალიტიკურ ხელსაწყოებს. მათ შორის:

  • მომხმარებლებს მიეცათ წვდომა უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში;
  • ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX;
  • მომხმარებელი შეძლებს ვაჭრობა ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე 24 საათიან რეჟიმში განახორციელოს;
  • ალგორითმული დავალებების დიდი არჩევანი: Market, limit, stop და სხვა ტიპის.

განახლების შედეგად, ახლა უკვე პირველად G&T Trader-ის პლატფორმაში, ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე — წილადობრივი ობლიგაციები, რაც ინვესტორებს საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ საჭიროებებზე მოირგონ პლატფორმის ინტერფეისი. პლატფორმას დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები, რომლის შედეგად ინვესტორებს უფრო მარტივად შეუძლიათ მიმდინარე ტენდენციებზე თვალყურის მიდევნება; ასევე შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აქციების გაფილტვრა და ამა თუ იმ სავაჭრო ინსტრუმენტის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება. კიდევ ერთი სიახლეა Trading View, რომელიც აქციების გრაფიკების ანალიზისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტადაა აღიარებული.

ამგვარად, განახლებული პლატფორმა მოიცავს აქციების ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზის ძლიერ ხელსაწყოებს, მომხმარებელს კი ეს საკუთარი პორტფელის შეფასების კიდევ უფრო ეფექტურ გზებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით.

გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android);

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება