„დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

საქართველოს ბანკი“ დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი გიორგი აბაშვილის #3-ში, ისთ ფოინთიდან 5 წუთის სავალზე, ხორციელდება და ის 22 სართულიანი სართულიანი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 308 ბინას, საპარკინგე სივრცეს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ სივრცეს გააერთიანებს.

მშენებლობა 2024 წლის ივნისში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. დეკა დეველოპმენტთან 2023 წლიდან ვთანამშრომლობთ და უკვე ორი პროექტი: დეკა ვერონა და დეკა გარემო განვახორციელეთ. აღსანიშნავია, ახალი პროექტის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებით ხორციელდება, რაც მობინადრეებს კომუნალური დანახარჯების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მიმდებარედ 16 ჰექტარზე რეკრეაციული სივრცე შენდება. კომპანია სამომავლოდ არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის გლდანსა და კრწანისში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს