ანა დოლიძე - თუ ვინმეა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც - იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მიიყვანონ პარლამენტში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „პარტიული საბჭოა“.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც კომისიის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას ეხმაურება.

როგორც დოლიძე ამბობს, კომისიამ, პირველ რიგში, მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი უნდა დაიბაროს, რომელთა ხელშიც „გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც“.

„ჯერ ერთი, ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა. მეორეც, 2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში, მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს.

მესამეც, თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც. იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მოიყვანონ პარლამენტში. კაცი, საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა. 25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი