დენის შმიგალი - უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთს ტერორის გაგრძელება სურს

უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთს კი ტერორის გაგრძელება სურს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთი კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტერორის გაგრძელება სურს. აგრესიის შეჩერების, სამართლიანობის უზრუნველყოფისა და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს“, - წერს დენის შმიგალი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 ბავშვი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება