სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა

ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც მომხიბლავია. არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

“მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების განხილვა და რა იქნება იმის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება მუდმივ მშვიდობას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც გამოიწვევს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას, არის მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეერთებული შტატების მონაწილეობით.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერ-რიადში განიხილება მორატორიუმი შავ ზღვაში თავდასხმებზე.

„მიზანია მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობის სრულად აღდგენა. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ამაში მთავარია“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება