მედია - ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისკენ მოუწოდებენ

“რესპუბლიკელი” და “დემოკრატი” ამერიკელი სენატორების ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილს უგზავნის და მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის ომის დასრულების მიზნით? კერძოდ, თვლის თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში დაკავებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?“- აცხადებენ სენატორები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის ცნობილი გახდა.

გამოცემის ცნობით, წერილში სენატორები სვამენ კითხვას, აპირებს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, „დიდი შვიდეული“ და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები. სენატორები ასევე კითხულობენ, დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აშშ-ის კონტროლის ქვეშ არსებული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით.

წერილს ხელს აწერენ ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი „რესპუბლიკური პარტიიდან“ და რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი „დემოკრატიული პარტიიდან“.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 300-350 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს. წყაროების თქმით, აქედან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ინახება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს