კახა კალაძე - რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ გაცილებით მასშტაბური და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დაგეგმილი იყო

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი არეულია ერთმანეთში. ყველაფერი, რაც მოედინება, გარკვეულ შენობებს უქნის პრობლემას. შესაბამისად, მისი დემონტაჟი დროსთან და ვადებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ, სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში.

შეგახსენებთ, მანამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოები, სავარაუდოდ მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს