გრიგორი კარასინი - საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო - ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა

საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„ყველაფერი იქნა განხილული, ეს ვრცელი დიალოგი იყო, მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ბევრი საკითხი იქნა განხილული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გადაწყვეტილა, ყველაფერის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საუბარი შედგა, ვფიქრობ, დროულია, ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პოლიტიკოსების გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში გაგრძელდება.

„ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა, გაერო-ს და ცალკეული ქვეყნების ჩართულობით. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებულები“, - აღნიშნა კარასინმა.

შეგახსენებთ, გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგების შესახებ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებენ.

ამასთან, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი