შპს „მაგნატის“ მესაკუთრე - ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, არადა, ჩემი მოწილე იყო

ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, - ამის შესახებ „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კომპანიის საქმეს განიხილავენ.

„ჩემს ოჯახს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, არავინ დახმარებია. ერთ კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში. ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო. ის ჩემი მოწილე იყო, მემორანდუმზეა დაფიქსირებული,“ - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ამასთან, მან სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა.

„მოსამართლემ 15 წელიწადი და 6 თვე გამომიტანა [განაჩენი]. მაშინვე ამნისტია შემეხო და სასჯელი დამრჩა 10 წელი და 6 თვე, დახურული რეჟიმის [დაწესებულებაში]. გლდანის ციხეში ვიყავი 1 წელიწადი. მომიწია ე.წ. კარანტინის გავლა. გლდანის ციხეში, რაც მართალია, არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ადვოკატებიც ნორმალურად შემოდიოდნენ. ძალიან ბევრი ადვოკატი მყავდა, ბევრი საქმე იყო და მნახველები ბევრი იყვნენ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ლეონიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მან სასჯელი 3 წელი და 6 თვის ვადით მოიხადა. მისივე თქმით, ციხე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით დატოვა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება