ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს მორიგი პოლიტიკური დევნაა

არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება იმ ადამიანების დევნას ცდილობს, რომლებსაც „შეუძლიათ ქვეყანა გადააქციონ თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ“.

„არალეგიტიმური “ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების, რომლებსაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამ ქვეყანაში შეუძლია და გაკეთებული აქვს უამრავი საქმე, იქნება ეს საერთაშორისო ინვესტიციების შემოტანა, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების უნარი. „ქართულმა ოცნებამ“ არ და ვერ შეასრულა ვერცერთი დაკვეთა, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა- ვერც ანაკლიის აშენება, ვერც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც სამუშაო ადგილების შექმნა, ვერც სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რაც მათი დაპირება იყო. ახლა ის აწარმოებს ერთადერთ რამეს, რაც დარჩენია- ეს არის პოლიტიკური ოპონენტების, იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც შეუძლიათ ეს ქვეყანა გადააქციონ თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს