თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 25-26 მარტს შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ამერიკელ კოლეგას, მარკო რუბიოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდება სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და მზადება მომავალი ვიზიტებისთვის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, - განაცხადეს წყაროებმა მედიასთან საუბარში.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებს შორის არის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში.

წყაროები აცხადებენ, რომ ჰაკან ფიდანი ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობებში, რასაც მეომარ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება