აშშ-ის თავდაცვის მდივანი მაღალჩინოსნების „ჩატში“ შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტის დამატებაზე - „ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა - ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ე.წ. ჟურნალისტი

„ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში“ დაამატა, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ.

„სამხედრო გეგმების შესახებ შეტყობინებებს არავინ გზავნიდა და ეს არის ის, რისი თქმაც ამის შესახებ შემიძლია“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა გოლბერგს „მატყუარა“ უწოდა.

„ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც ტყუილების გავრცელება თავის პროფესიად აქცია“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეაციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „არაფერი იცის“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია