თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მხოლოდ ირაკლი პაპიაშვილი ესწრება.

როგორც პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილ ოქმშია მითითებული, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ არის.

მოსამართლე იზა კელენჯერიძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებას გიორგი ჩიკვაიძის დისტანციური ჩართვის თაობაზე მოთხოვნა გაეგზავნა, რის საპასუხოდაც, მე-18 დაწესებულებიდან ოქმი გამოგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ მოშიმშილე ბრალდებულმა უარი განაცხადა ტექნიკური საშუალებით დისტანციურად ჩართვაზე.

ინფორმაციისთვის, ჩიკვაიძე მის წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკურს უწოდებს. მისივე განმარტებით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელისუფლებისგან მიღებული "ანტისახელმწიფოებრივი დავალება არ შეასრულა".

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

„კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება