უკრაინის გენშტაბი - საჰაერო ძალებმა კურსკში სამხედრო ობიექტს დაარტყეს და 30-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წარმატებით დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილს კურსკის ოლქში. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა და 30-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათი განმარტებით, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში.

„საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება