ადვოკატი - გიორგი ჩიკვაიძე ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, მოძრაობა არ შეუძლია, მარცხენა თვალშიც მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება

ადვოკატ თემურ ადონიას განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს.

როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩიკვაიძის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, რადგან ის მე-14 დღეა შიმშილობს.

ადვოკატი ბრალდებულს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათში მოინახულებს.

„გუშინ მქონდა მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი. მისი სურვილი იყო, დღევანდელ პროცესზე გამოცხადებულიყო, თუნდაც, ეტლით. შესაძლებელია, ჩემი ვიზიტის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, ვინაიდან თითქმის ყოველ მისვლაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, უკვე მე-14 დღეა, რაც შიმშილობს. მას რამდენიმე საათში ვნახავ და უფრო დეტალურად მეცოდინება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ის ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, საერთოდ მგრძნობელობა აქვს დაკარგული, დაყრდნობა, მოძრაობა არ შეუძლია. მას მარცხენა თვალში თითქმის დაკარგული აქვს მხედველობა, ბუნდოვნად ხედავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის, ყოველდღიურად უარესდება“, - განაცხადა ადონიამ.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება